საუკეთესო ქალაქი ინვესტირებისთვის

შეიძინეთ დღეს - მოახდინეთ ინვესტიცია მომავალში!

"2020 წლის საუკეთესო ქალაქები ინვესტირებისთვის"

"ეს საპორტო ქალაქი საქართველოში მესამეა სიდიდით და შავიზღვისპირეთის პოპულარული კურორტია. მშენებლობის ბუმი, რომელიც ბათუმში მიმდინარეობს, ლოიალური კანონმდებლობითაა განპირობებული"


ქალაქის ხედი მახინჯაურიდან
ახალი ბათუმი ფენომენალური ტემპებით ვითარდება

უძრავი ქონების ბაზარი ბათუმში აქტიურად ვითარდება - კვადრატული მეტრის ფასი ქალაქის პირველ ზოლში ბოლო 5 წლის განმავლობაში 500%-ით გაიზარდა

ინვესტირების 5 მიზეზი
ტურისტული ნაკადის ზრდა

ტურიზმი აჭარაში აქტიურად ვითარდება - 2018 წელს აჭარის რესპუბლიკას 2.1 მილიონი ვიზიტორი ესტუმრა, რაც 9.7%-ით აჭარბებს 2017 წლის მონაცემებს. მეტ და მეტ ყურადღებას იპყრობს მთაგორიანი აჭარაც - 2018 წელს აჭარის მთებს 244.4 ათასი ტურისტი ესტუმრა, რაც 124%-ით უსწრებს წინა წლის რაოდენობას.

მცირე გადასახადები

საქართველოს საგადასახადო სისტემა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლოიალურია ბიზნესისთვის. გადასახადების სიმცირე და სიმარტივე კი ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს. მსოფლიო რეიტინგის მიხედვით, საქართველო მე-16 ადგილზეა ბიზნესის მართვის სიმარტივით.

სათამაშო ბიზნესის ლეგალიზაცია

კაზინოთა უმეტესობა ბათუმში მსხვილი სასტუმროების ტერიტორიაზეა მოქცეული, რაც მომსახურების მაღალ დონეს განაპირობებს. სათამაშო ბიზნესის ლეგალიზაცია ხელს უწყობს ტურისტული ნაკადის ზრდას ისეთი ქვეყნებიდან, სადაც ასეთი გართობა მიუწვდომელია.

მრავალეროვნულობა

ბათუმი იდეალური მაგალითია ქალაქის, რომელშიც უამრავი ეროვნების წარმომადგენელი მშვიდობიანად ცხოვრობს გვერდიგვერდ - ქართველი, რუსი, თურქი, სომეხი, ბერძენი, აზერბაიჯანელი, ებრაელი... კულტურათა ასეთი შერწყმა განაპირობებს ქალაქის უნიკალურ ხასიათს, რომელიც ყოველთვის სიყვარულით ხვდება ახალ მაცხოვრებლებს.

ეკოლოგია

ბათუმი სუბტროპიკულ კლიმატურ ზონაშია - ცხელი ზაფხულებით, თბილი შემოდგომითა და გაზაფხულით და რბილი ზამთრით. ქალაქში მაღალი ტენიანობაა - საშუალოდ 80%, ხოლო თოვლი საკმაოდ იშვიათად მოდის.

დაიწყეთ ინვესტირება ჩვენთან ერთად!

ხელმისაწვდომია 716 ბინა
კვ.მ.
კვ.მ.
$
$
გაქვთ კითხვა ან კონსულტაცია გნებავთ?
დაგვიტოვეთ საკონტაქტო მონაცემები - ჩვენ მალევე დაგიკავშირდებით.
უკანა ზარი
გამოაგზავნეთ თქვენი ტელეფონის ნომერი და ჩვენ დაგიკავშირდებით!