სიახლეები

NEXT შანხაის საერთაშორისო გამოფენაზე

შანხაის უძრავი ქონების და საინვესტიციო იმიგრაციის საერთაშორისო გამოფენა უძრავი ქონების ერთ-ერთ უმსხვილეს პლატფორმას წარმოადგენს, რომელმაც 2024 წლის 5-7 აპრილს, მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერ დეველოპერულ კომპანიებს უმასპინძლა, მათ შორის წარდგენილი იყო NEXT, თავისი ახალი და მიმდინარე პროექტებით.
სამდღიან გამოფენაზე მონაწილეობას იღებდნენ მსხვილი საწარმოს წარმომადგენლებიც ევროპიდან, ჩრდილოეთ ამერიკიდან, აზიიდან, ავსტრალიიდან, აფრიკიდან და სხვა 40-ზე მეტი ქვეყნიდან და რეგიონიდან. გამოფენის ფარგლებში, მასშტაბურ და საერთაშორისო აუდიტორიასთან შეხვედრა NEXT-ისთვის უძრავი ქონების ბაზარზე ნოვატორული ხედვების გაზიარების, პრემიუმ კლასის საცხოვრებელი და საინვესტიციო პროექტების გაცნობის უნიკალური შესაძლებლობა იყო.