სიახლეები

საქართველო 2025 წელს გონივრული ინვესტიციებისთვის საუკეთესო ქვეყნებს შორის მეორე ადგილს იკავებს

საერთაშორისო აღიარების მქონე საკონსულტაციო კომპანიამ, Nomad Capitalist-მა გამოაქვეყნა ქვეყნების სია, სადაც 2025 წელს „ჭკვიანი ფული“ მიემართება, და საქართველო დამსახურებულად იკავებს მეორე ადგილს ომანის შემდეგ. ამ სიაში ასევე წარმოდგენილია მონტენეგრო, მალაიზია და მოლდოვა.

საქართველოს ხელსაყრელი ბიზნეს-კლიმატი, დაბალი საგადასახადო განაკვეთები და სტრატეგიული მდებარეობა განამტკიცებს ქვეყნის პოზიციებს, როგორც ერთ-ერთ წამყვან მიმართულებას გლობალური ინვესტორებისა და მეწარმეებისთვის 2025 წელს.

კვალიფიციური სამუშაო ძალა, თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ხელსაყრელი პირობები წამყვანი სექტორების განვითარებისათვის უზრუნველყოფს ბიზნესის ეფექტურ მართვას და ხელს უწყობს გრძელვადიანი ინვესტიციების განხორციელებას.