NEXT: ინოვაციური ბრენდის შექმნა გლობალური ლიდერობის გზაზე
დეველოპერული კომპანია NEXT-ი უკვე ექვსი წელია წარმატებით გარდაქმნის უძრავი ქონების ინდუსტრიას, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთაც. კომპანიის მისია თავიდანვე მკაფიოდ იყო განსაზღვრული: შექმნას ისეთი საცხოვრებელი გარემო, რომელიც არა მხოლოდ დააკმაყოფილებს მომხმარებლის მოთხოვნებს, არამედ სრულიად ახალ სიტყვას შემოიტანს სამშენებლო სფეროში და დააწესებს ახალ სტანდარტებს. ამ მიზნის მისაღწევად NEXT-მა შეძლო პარტნიორობის დამყარება მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებთან, როგორიცაა Radisson Blu და Wyndham, რამაც კომპანიას მისცა უნიკალური გამოცდილება საერთაშორისო დონის პროექტების განხორციელებაში.
დღეს უკვე NEXT-ი თავად წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდს, რომელიც სამ კონტინენტზე აშენებს 5-ვარსკვლავიან აპარტამენტებს, ბიზნეს ცენტრებსა და პრემიალურ რეზორტებს. მისი პროექტები გამოირჩევა შთამბეჭდავი არქიტექტურით, ინოვაციური ტექნოლოგიებითა და ფუნქციური დიზაინით, რაც ინვესტორებს 65 ქვეყნიდან იზიდავს და სთავაზობს მათ მომგებიან და გრძელვადიან შესაძლებლობებს.
თუმცა, კომპანია არ ჩერდება მიღწეულ წარმატებებზე, მისი ხედვა და გლობალური განვითარების სტრატეგია ყოველდღიურად ძლიერდება. NEXT-მა დაიწყო თანამშრომლობა საერთაშორისო ბრენდინგის სააგენტო BRASH-თან, რომელიც ცნობილია თავისი პროფესიონალიზმითა და მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან მუშაობის გამოცდილებით. BRASH-ის პორტფოლიო მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან პროექტებს, როგორიცაა: Dorchester Collection, Jumeirah Group, Ellington, Burj Khalifa, Ritz Carlton და სხვა.
BRASH-ის მიზანია NEXT-ისა და მისი პროექტების გლობალური ბრენდირება, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს კომპანიის პოზიციონირებას საერთაშორისო ბაზარზე. BRASH-ის მარკეტინგული და ბრენდინგის სტრატეგიები NEXT-ს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მისი პროდუქტის ხარისხსა და ღირებულებას.
BRASH-ის ერთ-ერთი წარმომადგენელი, გარი ო’კელი აღნიშნავს, რომ NEXT-ის ბრენდთან მუშაობა ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო. მისი თქმით, NEXT-ის ხედვა დიზაინის, ტექნოლოგიებისა და მდგრადი მშენებლობის მიმართულებით და ასევე კომპანიის პოზიციონირება 3 კონტინენტზე იყო ის მთავარი მიზეზები, რის გამოც BRASH-მა გადაწყვიტა ამ სტრატეგიული პარტნიორობის დაწყება.
"NEXT-თან თანამშრომლობა წარმოუდგენლად შთამბეჭდავი იყო. მათი ერთგულება ფუნქციური დიზაინისა და ინოვაციებისადმი გახდა მთავარი მიზეზი იმისა, თუ რის გამოც გადავწყვიტეთ ბრენდისთვის ინოვატორის იდენტობის მორგება,“- აღნიშნავს გარი ო’კელი.
ეს პარტნიორობა NEXT-ისთვის გადამწყვეტი ეტაპია ბრენდის გაძლიერების გზაზე, რაც დაეხმარება კომპანიას გახდეს მსოფლიო დეველოპერული ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი ლიდერი.