სიახლეები

ბათუმი ინვესტირებისთვის ევროპის 10 საუკეთესო მიმართულებას შორის დასახელდა

ევროპაში პრესტიჟულმა სამოგზაურო პლატფორმა European Best Destinations-მა ბათუმი ინვესტირებისთვის ევროპის 10 საუკეთესო მიმართულებას შორის დაასახელა. ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილ გზამკვლევში ბათუმი მონაკოს, ნიცას, პარიზის, მილანისა და 10-მდე ევროპული ქალაქის გვერდითაა წარმოდგენილი.
European Best Destinations-ის მიხედვით, დაბალი საგადასახადო პირობები, გამარტივებული ბიუროკრატიული პროცესები, მოქნილი ბიზნეს გარემო - ის ფაქტორებია, რაც ბათუმს ქმნის საყოველთაოდ მიმზიდველ საინვესტიციო ლოკაციად.