უძრავ ქონებაში ინვესტიცია აპრობირებული სტრატეგიაა კაპიტალის და მყარი მომავლის შესაქმნელად. ბოლო წლებში საქართველოში უძრავ ქონებაზე მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება, რაც გამოწვეულია სხვადასხვა ფაქტორებით და მათ შორისაა ხელსაყრელი გეოგრაფიული, საგადასახადო და სამართლებრივი გარემო, მზარდი ტურისტული სექტორი და ინფრასტრუქტურის განვითარება.
Galt & Taggart-ის მიერ უძრავი ქონების ბაზრის შესახებ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს უძრავ ქონებაში ჩადებული თანხის 68% პირადი საჭიროებით არის განპირობებული. ამის ერთ-ერთი მიზეზია მაღალი მიგრაციული მაჩვენებლი და ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა ბიზნესის გაფართოებისა და საერთაშორისო ვაჭრობის პოტენციალით. ასევე აღსანიშნავია, რომ საჯარო რეესტრში საკუთრების დარეგისტრირებას 15 წუთი სჭირდება და უძრავი ქონების გადასახადი არის 0%, ხოლო საშემოსავლო გადასახადი -5%. ინვესტორებს, რომლებსაც სურთ ბინადრობის მიღება, უძრავ ქონებაში მხოლოდ 100,000 აშშ დოლარის ინვესტირება სჭირდებათ. აქედან გამომდინარე, სულ უფრო მეტი უცხოელი ირჩევს საქართველოს თავის მუდმივ სამყოფელად, რაც თავისთავად ზრდის მოთხოვნას საცხოვრებელ ფართზეც.
დარჩენილი 32% საინვესტიციო ქონებაზე ნაწილდება, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოში ტურიზმის აქტუალურობას – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2023 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოს მიერ საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა რეკორდული $4.1 მილიარდი შეადგინა.
უძრავი ქონების ინდუსტრიის მზარდ მოთხოვნაში ასევე დიდ როლს თამაშობს ქვეყნის კლიმატი და მდიდარი ბუნებრივი რესურსებიც. საქართველოს თითოეულ რეგიონს გააჩნია თავისი უნიკალური მახასიათებელი, იქნება ეს მთა თუ ზღვა, რაც უამრავ შესაძლებლობას იძლევა უძრავი ქონების ბიზნესის განვითარებისთვის.
უძრავი ქონების ინდუსტრიის მზარდ მოთხოვნაში ასევე დიდ როლს თამაშობს ქვეყნის კლიმატი და მდიდარი ბუნებრივი რესურსებიც. საქართველოს თითოეულ რეგიონს გააჩნია თავისი უნიკალური მახასიათებელი, იქნება ეს მთა თუ ზღვა, რაც უამრავ შესაძლებლობას იძლევა უძრავი ქონების ბიზნესის განვითარებისთვის.