სიახლეები

NEXT: ახალი სტანდარტები უძრავი ქონების ინდუსტრიაში

პრემიალური უძრავი ქონების სექტორი მუდმივად ვითარდება. ინდუსტრიის გაძლიერებასა და განვითარებაზე ქართული კომპანია NEXT-იც მუშაობს. 2023 წელს NEXT გახდა Luxury Lifestyle Awards-ის მფლობელი, როგორც საუკეთესო პრემიალური უძრავი ქონების დეველოპერი საქართველოში. სტატიაში გიყვებით, რა გამოარჩევს აღნიშნულ კომპანიას.
შთამბეჭდავი დასაწყისი

კახა დევაძის მიერ დაარსებული კომპანია NEXT პოზიციონირდება, როგორც ნოვატორი პრემიალური უძრავი ქონების ინდუსტრიაში. კომპანიას თავიდანვე ჰქონდა განსაზღვრული მკაფიო ხედვა, შეექმნა სივრცე, რომელიც არა მხოლოდ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, არამედ გამოხატავს ამ სტანდარტების მთავარ ღირებულებებს. ესენია: ეკოლოგიური პასუხისმგებლობა, უსაფრთხოება, გამჭვირვალობა და სანდოობა.

ძლიერი პარტნიორული ურთიერთობები

NEXT-ისთვის პრიორიტეტულია ძლიერი, ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობები ყველა პარტნიორთან. მნიშვნელოვანია, რომ ყოველი თანამშრომლობა მომგებიანი იყოს ყველა მხარისათვის. ამის საფუძველი კი ურთიერთპატივისცემაა.
უსაფრთხო და დახვეწილი

უსაფრთხოება NEXT-ისთვის უცვლელი პრიორიტეტია. ნებისმიერი კომპლექსის დაპროექტებისას, პირველი, რასაც კომპანიის გუნდი აკეთებს, სწორედ უსაფრთხოების საკითხების განხილვაა. კომპანიის მიზანი, უზრუნველყოს როგორც რეზიდენტების, ისე - სტუმრების კეთილდღეობა, ყველა პროექტში აშკარადაა გამოკვეთილი.

გარდა უსაფრთხოებისა, პროექტზე მუშაობისას, NEXT-ის გუნდი ყურადღებას ამახვილებს ინფრასტრუქტურაზე, არქიტექტურასა და დიზაინზე. თითოეული პროექტი უნიკალურია, რადგან NEXT-ში მიაჩნიათ, რომ კომპლექსები უნდა იყოს არა მხოლოდ ფუნქციური, არამედ - ვიზუალურად მიმზიდველი და ესთეტიკურიც.

პრემიალურობის ახლებური აღქმა

შავი ზღვის სანაპიროზე, გონიოში, NEXT-მა შთამბეჭდავი პროექტები განახორციელა. კომპანიის პრემიალური ინფრასტრუქტურითა და მომსახურების უმაღლესი ხარისხით დაინტერესდნენ არა მხოლოდ ტურისტები, არამედ - ის ინვესტორებიც, რომლებიც საქართველოში განსაკუთრებულ საინვესტიციო შესაძლებლობებს ეძებენ.
უნიკალური შეთავაზება

სხვა კომპანიებისგან NEXT-ს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ გამოარჩევს - მისი ექსკლუზიური პარტნიორები არიან ისეთი ცნობილი საერთაშორისო სასტუმროს ბრენდები, როგორიცაა Radisson Blu და Wyndham. NEXT საქართველოში ერთადერთი კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს 5-ვარსკვლავიან ბრენდულ რეზიდენციებს სთავაზობს. შედეგად, მომხმარებელს საშუალება ეძლევა, გახდეს თანაინვესტორი და სასტუმროს ნომრის მფლობელი პრემიალურ ლოკაციებზე.

გამჭვირვალობა და სანდოობა

NEXT საქმიანობს ყველა კანონისა და რეგულაციის დაცვით. სწორედ ასეთი გამჭვირვალობითა და სწორი მიდგომების დამსახურებით, NEXT-ს რეგიონში სანდო და საიმედო დეველოპერული კომპანიის რეპუტაცია აქვს.
The Next Collection - შავი ზღვის მარგალიტი
The Next Collection ბათუმის ბოტანიკური ბაღის გვერდით, პირველ სანაპირო ზოლში მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ უნიკალური კონცეფციის, პრემიალური ინფრასტრუქტურისა და იდეალური დიზაინის მქონე ობიექტის დამსახურებით, ამ კონკრეტულ ლოკაციაზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა.

შემდეგი ნაბიჯი სრულყოფილებისკენ

NEXT-მა ბათუმსა და მის მიმდებარედ ათი ფართომასშტაბიანი პროექტი განახორციელა, რაც ჯამში სასტუმროს 3900 ნომერს აერთიანებს. მსგავს პროექტებზე მუშაობით, კომპანიამ ბათუმის უძრავი ქონებისა და მომსახურების ინდუსტრია ახალ სიმაღლეზე აიყვანა. ეს ყველაფერი დასტურია იმისა, რომ კომპანიის მიერ განხორციელებულ პროექტებს ქალაქზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ.
გლობალური ხედვა

სულ მალე, კომპანია NEXT საერთაშორისო ასპარეზზეც წარდგება. ეს იქნება პირველი ქართული დეველოპერული კომპანია, რომელიც პროექტს დუბაიში, პირველ სანაპირო ზოლში განახორციელებს. გარდა ამისა, NEXT ჩაერთვება ახალი ხელოვნური კუნძულის შექმნაში, მასტერ დეველოპერულ კომპანია Nakheel-თან ერთად.

მდგრადობა

NEXT-ისთვის მნიშვნელოვანია მდგრადი განვითარებაც. კომპანიაში კარგად ესმით, რამდენად საყურადღებოა სამშენებლო ნარჩენების მაქსიმალურად შემცირება და ენერგოეფექტური გადაწყვეტების დანერგვა. სწორედ ამიტომ, NEXT იყენებს გადამუშავებულ მასალებს, ენერგოეფექტურ განათებას, ზოგავს წყალს, რათა გარემოზე კომპანიის გავლენა მინიმუმამდე დავიდეს.

გარემოს დაცვა

კომპანიის გუნდის დამოკიდებულება გარემოს მიმართ მართლაც გამოარჩევს NEXT-ს. გუნდი ყველა პროექტში ითვალისწინებს გამწვანებას. კომპანია ზრუნავს, რომ ყოველი პროექტის განხორციელების შემდეგ, ადამიანებმა თავი ჰარმონიულად იგრძნონ როგორც შენობაში, ისე - მის გარეთ. NEXT ორიენტირებულია გარემოს დაცვაზე და ზრუნავს, რომ ბუნება მომავალი თაობისთვისაც შეინარჩუნოს.

NEXT პოზიციონირდება, როგორც ძლიერი კომპანია, რომელიც ინდუსტრიაში ახალ სტანდარტებს ადგენს.

NEXT არის სტაბილური ინვესტიცია ისეთ გარემოში, სადაც ინოვაცია და ესთეტიკა ჰარმონიულად თანაარსებობს.
2023-09-15 16:21