აღმოსავლეთ აფრიკაში მდებარე კენია რეგიონალური კერაა ძლიერი ეკონომიკით, რომელიც ხასიათდება მრავალფეროვანი სექტორებით, მათ შორის: სოფლის მეურნეობის, წარმოების, სერვისებისა და განვითარებადი ტექნოლოგიური ინდუსტრიით. სტატიაში გაეცნობით კენიის ეკონომიკური გარემოს ზრდის პერსპექტივებს და საინვესტიციო კლიმატს.
კენიის ეკონომიკამ ბოლო ათწლეულის განმავლობაში სტაბილური ზრდა განიცადა. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2010 წლიდან 2019 წლამდე კენიის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა საშუალოდ 5.7%-ს შეადგენდა. COVID-19 პანდემიისა და მშპ-ს 0.3 %-იანი შემცირების მიუხედავად, ეკონომიკა სწრაფად აღდგა მშპ-ს 6.0%-იანი მაჩვენებლით, რაც მშენებლობისა და ფინანსური სერვისების, ტურიზმის და მომსახურების ინდუსტრიის მნიშვნელოვანი წარმატებითაა განპირობებული.
დიაგრამა 1: მშპ-ს ზრდა % 2019- 2029 წლებში

კენიის ეკონომიკის პროგნოზი პოზიტიური რჩება, მიმდინარე რეფორმებისა და საერთაშორისო თუ რეგიონული ინტეგრაციის ინიციატივების წყალობით.
დიაგრამა 2: ტურისტების რაოდენობა (მლნ) 2010-2022 წლებში

დიაგრამა 2 ასახავს საერთაშორისო ტურიზმის პოზიტიურ მაჩვენებლებს 2010-2022 წლებში.
კენიის მდგრადი ეკონომიკა, სტრატეგიული მდებარეობა და მიმდინარე რეფორმები ქმნის მიმზიდველ და საინტერესო საინვესტიციო გარემოს ინვესტორებისთვის, რომლებსაც სურთ ჩაერთონ აღმოსავლეთ აფრიკის დინამიკურ ბაზარზე.
თუ გსურთ აღმოაჩინოთ კენიის უძრავი ქონების საინვესტიციო შესაძლებლობები, ეწვიეთ NEXT-ს. გაიგეთ მეტი ჩვენი უახლესი პროექტის, NEXT Amani-ის შესახებ, რომელიც ნაირობიში, კენიაში მდებარეობს.