NEXT-მა Standard Chartered Bank-ის მიერ ორგანიზებული Standard Chartered მარათონი დაასპონსორა, რომელიც გაიმართა ტატუ სითი, კენიაში.
NEXT-ი სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და აქტიური ქომაგია – ის მრავალი წლის განმავლობაში მხარს უჭერს სპორტის სხვადასხვა მიმართულებას და ასევე დინამო ბათუმის მედია სპონსორიცაა. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო NEXT-ის ჩართულობა მარათონში, ვინაიდან სწორედ ტატუ სითიში ახორციელებს კომპანია თავის ახალ პროექტს - NEXT AMANI-ის, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს NEXT-ის როლს საზოგადოების კეთილდღეობის გაუმჯობესებაში.
Საქართველოსა და გაერთიანებულ საამიროებში მოპოვებული წარმატების შემდეგ, NEXT-ი საერთაშორისო მასშტაბის ახალ საფეხურზე გადადის და თავის გამოცდილებას კენიას გაუზიარებს. NEXT-ი მიზნად ისახავს კენიაში მდიდრული ცხოვრების შესაძლებლობის შექმნას და აფრიკის მრავალფეროვანი კულტურის პოპულარიზაციას.
NEXT AMANI, რომელიც ტატუ სითის დინამიკურ ბიზნეს უბანში მდებარეობს, გამორჩეული კონცეფციის მქონე საცხოვრებელ-საინვესტიციო რეზორტია. დახვეწილი არქიტექტურისა და ფუნქციონალური დიზაინის მქონე პროექტი ფართომასშტაბიან ინფრასტრუქტურას მოიცავს და იდეალურ სინთეზს ქმნის კენიის ეგზოტიკურ ბუნებასთან.