სიახლეები

NEXT უძრავი ქონების გლობალურ ბაზარზე

უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენა (IPS), რომელიც ახლო აღმოსავლეთის უძრავი ქონების უდიდეს პლატფორმას წარმოადგენს, NEXT-ის მორიგ სცენად გადაიქცა.

დუბაის მსოფლიო სავაჭრო ცენტრში გამართულ უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე, ლიდერმა დეველოპერებმა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებიდან თავიანთი პროექტები წარადგინეს.

IPS Გამოფენა-კონფერენციაზე NEXT-მა მიმდინარე პროექტები განსაკუთრებული ინსტალაციით წამოაჩინა, რომელიც ინოვაციურობისა და დახვეწილობის ერთგვარ სინთეზს ქმნიდა. Მაყურებელს საშუალება ჰქონდა 2D მონიტორების საშუალებით ვირტუალურად ემოგზაურა საქართველოსა და დუბაის ბაზრებზე არსებულ NEXT-ის მრავალფეროვან პროექტებში.
IPS 2024-ზე Გლობალურ აუდიტორიასთან შეხვედრა NEXT-ისთვის უძრავი ქონების ბაზარზე ინოვაციური ხედვების გაზიარების საშუალებას წარმოადგენდა. NEXT-ის მიზანია Დახვეწილი ცხოვრების შექმნა პრემიუმ პროექტებით, რომლებიც უპრეცედენტო ელეგანტურობასა და მათ საინვესტიციო პოტენციალს აერთიანებს, რისთვისაც IPS 2024 შესანიშნავი შესაძლებლობა იყო.