სიახლეები

ახალი სიტყვა საქართველოს ზღვისპირეთის საერთაშორისო ტურისტული აღიარების მიმართულებით

NEXT GROUP

ახალი სიტყვა საქართველოს ზღვისპირეთის საერთაშორისო ტურისტული აღიარების მიმართულებით
არსებობენ ადამიანები, რომლებიც არ უშინდებიან ახალ გამოწვევებს, რისკს, მარცხს ან ყველაფრის თავიდან დაწყებას. ასეთი ადამიანები საკუთარი იდეების განსახორციელებლად ენერგიას არ იშურებენ. მომავლის საკუთარი ხედვის მართებულობაში სხვების დასარწმუნებლადაც ჰყოფნით ძალები და საბოლოოდ შედეგს აღწევენ.
ასეთი ადამიანები იღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელთა მიღებასაც ბევრი ვერ რისკავს. პოულობენ ახალ შესაძლებლობებს იქ, სადაც სხვები ვერ ხედავენ. ზუსტად იციან რა უნდათ და ქმნიან რეალურ ღირებულებებს. ჩვენმა რესპონდენტმა ყველა ეს ეტაპი გაიარა და ამჟამად აჭარაში ამ ღირებულებების რეალიზების პროცესს უდგას სათავეში. იგი პირველი დეველოპერია, რომელმაც საქართველოს ზღვისპირეთში ერთდროულად სამი მაღალი კლასის ბრენდი შემოიყვანა და მომხმარებლებს 5 ვარსკვლავიან ბრენდულ რეზიდენციებს სთავაზობს.

საუბარია კახა დევაძეზე, 37 წლის ფინანსისტზე, რომელმაც 10 წლის წინ დეველოპმენტის სფეროში აქტიური მუშაობა დაიწყო და გადაწყვიტა საქართველოში სერვისის უმაღლესი სტანდარტების დაწესება და ქვეყნის ტურიზმის განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანა. როგორც თავად აღნიშნავს, ამ წლების განმავლობაში იყო ბევრი წარმატება და ძირეული ცვლილებაც. მეხუთე წელია, რაც საკუთარ დეველოპერულ კომპანია - „ნექსთ ჯგუფს“ ხელმძღვანელობს.

პირველი წარმატებულად დასრულებული პროექტის შემდეგ, ახლა უკვე კომპანია „ნექსთ ჯგუფს“ მშენებლობის პროცესი აჭარაში ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე აქვს გაშლილი. „ნექსთი“ პირველი დეველოპერია საქართველოს მასშტაბით, რომელმაც გონიოში ერთ ლოკაციაზე 3 მაღალი კლასის ბრენდი შემოიყვანა: სასტუმრო Wyndham Garden და Wyndham-ის და Radisson-ის 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო რეზიდენციები. ბატონი კახას თქმით, ბათუმს, წლების წინ სასტუმროების - „შერატონის“ და „რედისონის“ მშენებლობამ იმიჯი მნიშვნელოვნად შეუცვალა და გააჩინა კმაყოფილი მომხმარებელი. საქართველოში ტურიზმის განვითარებამ, გაზარდა მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნაც უკეთესი სერვისის მიღებაზე, სწორედ ამიტომ, კახა დევაძე მომხმარებლისთვის სიახლის შეთავაზებაზე დაფიქრდა.

„ძალიან გაჯერებულია ბაზარი ახალი მშენებლობებით, თითქოს არჩევანიც დიდია, მაგრამ კმაყოფილი მომხმარებელი აპარტამენტებს აღარ ჰყავს. საქართველოში არსებული ე.წ. ბრენდული აპარტამენტები ვერ პასუხობენ მოთხოვნებს, შესაბამისია მათ მიმართ დამოკიდებულებაც. „რედისონი“ და „შერატონი“ ხომ ყველას მოსწონს?! მოსწონთ მისი კონცეფცია და სერვისი. აქედან გაჩნდა იდეა. რატომაც არა. ვიფიქრე, რომ უნდა შევთავაზოთ მომხმარებელს ახალი სტანდარტი. გახდნენ რეალურად ბრენდული რეზიდენციების მფლობელები, სადაც ზუსტად იგივე სერვისს მიიღებენ, რასაც სასტუმროებში აწვდიან. განსხვავება აქ მხოლოდ ერთი იქნება: ხდები Radisson ან Wyndham რეზიდენციის მფლობელი და არა მხოლოდ სტუმარი. უშუალოდ დიდი ბრენდები კი ქონების მოვლა-პატრონობის გარდა, მის გაქირავებაზეც ზრუნავენ“, - ამბობს კახა დევაძე.

- რამდენად რთული იყო ამ მასშტაბის ბრენდების დაინტერესება მათთვის უცხო ადგილით? განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ გონიოში 5 ვარსკვლავიანი ბრენდი პრაქტიკულად არ არსებობს და თქვენ პირველები ხართ.

- თავიდან იყო სირთულეები. ბაზარზე ძირითადად ბრენდების პირველადი ეფექტის გამოყენება ხდება. როცა ხედავს ბრენდი, რომ მხოლოდ მის სახელს იყენებენ და პროცესები სხვაგვარად მიმდინარეობს, ნდობის ხარისხი იკლებს. ამიტომ დეველოპერების შელახული რეპუტაციის აღდგენაც მოგვიხდა! თავიდან ეჭვის თვალით შემოგვხედეს. როცა დაინახეს, რომ ჩვენ ბოლომდე გავყევით მათ მიერ შემოთავაზებულ სტანდარტებს და ვიზუალურ საკომუნიკაციო მასალას არა მხოლოდ მარკეტინგისთვის ვიყენებთ, სხვაგვარად აეწყო თანამშრომლობა. იმდენად მაღალია ახლა ნდობის ხარისხი, რომ უკვე ბრენდი თავად გვთავაზობს სიახლეებს. იცის, რომ სანდო კომპანიასთან აქვს საქმე.

- მსოფლიო პანდემიის ფონზე, მაშინ როცა ბევრმა ბიზნესმა არსებობა შეწყვიტა და მსხვილმა ბიზნესებმა აქტიურობა შეამცირეს, Next Group ახალი პროექტები და ახალი თანამშრომლობის გზები სწორედ ამ დროს დასახა. საინტერესოა როგორ მოახერხეთ ეს და რამდენად გაამართლა გაწეულმა რისკმა?

- ჩვენ პანდემიის დროს დავინახეთ შესაძლებლობა. თითქმის ყველაფერი გაჩერდა, რეალურად მარტო დავრჩით ბაზარზე. ერთგვარად ეს იყო გამოწვევაც და ეს გამოწვევა ვაქციეთ შესაძლებლობად, რამაც ახალი ეტაპი შექმნა. ყველას ერთი მიზანი გვაქვს - ხარისხი, უმაღლესი შედეგი და სერვისი რომელიც არავის დატოვებს უკმაყოფილოს და ამ შედეგს აუცილებლად მივიღებთ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში, პირველია საქართველოში მსგავსი პროექტი, სადაც ერთდროულად სამი 5 ვარსკვლავიანი ბრენდული რეზიდენცია, ერთ ლოკაციაზე ასე კომპლექსურად შენდება. ეს დასაწყისია და ჯერ ყველაფერი წინაა. მაქვს მიზანი, რომ აჭარის რეგიონმა სულ სხვა ელფერი შეიძინოს და ეს უშუალოდ აქ მცხოვრებმა მოსახლეობამაც იგრძნოს. ეს მასშტაბური პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გონიოს საინვესტიციო პოტენციალს, ვიზუალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას.

- გარდა იმისა, რომ გონიოში სრული ინფრასტრუქტურის მქონე სამი 5 ვარსკვლავიანი ბრენდული რეზიდენცია განთავსდება, უფრო მეტად რომ აუხსნათ ჩვენს მკითხველს, რა სახის სარგებელს იღებს რეზიდენციის მეპატრონე?

- უპირველეს ყოვლისა, საერთაშორისო ბრენდებთან კოლაბორაცია უკვე არის მნიშვნელოვანი ასპექტი. სარგებელი მე რამდენიმე პუნქტად შემიძლია ჩამოგიყალიბოთ:

1. საეთაშორისო ბრენდთან ასოცირება - აღქმული როგორც "უსაფრთხო".
2. ბრენდული რეზიდენციის კონცეფცია.
3. ბრენდული რეზიდენცია საერთაშორისო სტანდარტის რემონტითა და ტექნიკით.
4. კეთილმოწყობილი გარემო, განვითარებული ინფრასტრუქტურით.
5. საინვესტიციო პოტენციალი და შემოსავალი-გაქირავების სისტემით (ქონების გაქირავებიდან წლიური შემოსავალი ციფრებში წლიურად 10-12 %-ია).
6. რეზიდენციის მეპატრონე ერთვება დასვენების გაზიარების პროგრამაშიც (timesharing) ესეც რა თქმა უნდა ბრენდის ქოლგის ქვეშ. შეგიძლია წინასწარ მონიშნო დრო კალენდარზე და დაისვენო იგივე ბრენდის სხვა ქვეყნის რეზიდენციაში სრულიად უფასოდ.
7. და რაც მთავარია - მენეჯმენტ კომპანიის მიერ მართვადია პროცესიც და რეზიდენციების მოვლა-პატრონობა.

- ჩვენ ვქმნით გარემოს, ვაშენებთ, მივყვებით ბრენდის მოთხოვნებს და ბრენდი ხდება უმაღლესი სერვისის მიმწოდებელიც და გარანტიც. მოკლედ ზღვის პირველ ზოლში ბრენდული ინფრასტრუქტურის რეზორტს ვქმნით, სადაც ნებისმიერი ადამიანი იცხოვრებს, დაისვენებს და მიიღებს სერვისის მაქსიმუმს. ჩვენ თანამედროვე ეპოქის ყველა გამოწვევას ვუპასუხებთ.

- ახლა ვმუშაობთ იმაზე, რომ გონიოს პლაჟი ლურჯი დროშის ქვეშ მოექცეს და ტურისტულ რუქაზე მოინიშნოს. ესეც პირველია საქართველოში. ლურჯი დროშის მინიჭება ნიშნავს, რომ 27 საერთაშორისო კრიტერიუმის მიხედვით წყალი სუფთაა და გარემოს დაცვით სტანდარტებს აკმაყოფილებს. სტატუსი გონიოს სანაპიროს რეპუტაციულად ახალ საფეხურზე აიყვანს.

- თვალში საცემია ის, რომ თქვენს ობიექტებზე არსებული მწვანე ზოლი ხელუხლებელია და ახალი ნარგავების შეტანაც მშენებლობის დასრულებამდე ხდება. ყველა სამშენებლო მოედანზე, მოწესრიგებულია ეზო, დაგებულია ფილები, თითქოს პარალელურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაც. ესეც ახალი სტრატეგიის ნაწილია?

- თითქოს არა, რეალურად ასეა. ჩვენთვის პრიორიტეტია მოვერგოთ გარემოს და არა პირიქით - გარემო მოვირგოთ. ყველა ევკალიპტი, რაც მიწის ნაკვეთზე დაგვხვდა შევინარჩუნეთ და ახალი მცენარეებიც დავრგეთ, ესეც დასაწყისია.

- ახალი მიდგომა გვაქვს ინფრასტრუქტურის მოწყობის მხრივაც. მშენებლობის პარალელურად ხდება აუზის მშენებლობა, გაზონების და ეზოს მოპირკეთება, ამ მხრივაც გვინდა შელახული იმიჯი გამოვასწოროთ. დეველოპერები რასაც ყველაზე გვიან აკეთებენ ან საერთოდ ავიწყდებათ შესრულება ინფრასტრუქტურის მოწყობაა. ჩვენ რეცეფციის, კაფეებისა თუ აუზების მოწყობას არ ვაპირებთ პროექტის დასრულების შემდეგ, ეს თანადროულად მიმდინარეობს და გამოდის რომ ინფრასტრუქტურული ნაწილი პირველსავე ეტაპზე სრულდება. მაგალითისთვის გეტყვით, რომ Wyndham Residence Batumi-ის აუზი 2022 წლის ზაფხულში უკვე მზად იქნება. ჩვენს მომხმარებლებს რომ არ გაუჩნდეთ ეჭვი, რომ რეცეფციას ვინმე კომერციული მიზნებისთვის გამოიყენებს, ესეც მალევე გაკეთდება. ყველაზე მასშტაბურ მიმღებს ვაწყობთ 240 კვადრატულ მეტრ ფართობზე და 8 მეტრის სიმაღლის ჭერით.

- შეიძლება ითქვას, რომ ქმნით მაღალი კლასის რეზორტს, ზუსტად შესრულების პირობით და არა მხოლოდ ვიზუალური კომუნიკაციით ლამაზად წარმოდგენილ პროექტს.

- ასეა, რასაც სამ განზომილებაში საკომუნიკაციო ვიზუალებზე ხედავთ, ზუსტად იგივეს ვაშენებთ. ჩვენი მთავარი მიზანი კმაყოფილი მომხმარებელი, სერვისის უმაღლესი სტანდარტების დამკვირდება და სანაპირო ზოლის განვითარებაა - ეს ჩვენი კომპანიის ყველაზე დიდი პრესტიჟი და „ბენეფიტია“, რომ გვყავს და გვეყოლება კმაყოფილი მომხმარებელი, რომელიც რეალურ 5 ვარსკვლავიან სერვისს მიიღებს. „ნექსთ ჯგუფი“ იქნება პირველი კომპანია, რომელიც ბრენდული რეზიდენციებით საერთაშორისო სასტუმროების რუქაზე ოფიციალურად მოინიშნება და ეს სიახლეც არა მხოლოდ კომპანიისთვის, ქვეყნისთვისაა მნიშვნელოვანი.