სიახლეები

ბათუმი ტოპ 10 ევროპული საინვესტიციო ქალაქებს შორის - Forbes იპონია

Forbes იაპონიამ ბათუმი ტოპ 10 საინვესტიციო ქალაქებს შორის დაასახელა. ეს აღიარება ხაზს უსვამს ბათუმის პოტენციალს, როგორც მთავარ მიმართულებას ბიზნესმენებისა და ინვესტორებისთვის.
სტატიაში ნახსენებია ბათუმის ღირსშესანიშნაობები, ასევე სტრატეგიული ლოკაცია, ლიბერალიზებული ეკონომიკა, დაბალი გადასახადები და უძრავი ქონების ხელმისაწვდომი ფასები. ეს მახასიათებლები აქცევს ბათუმს იდეალურ ადგილად მათთვის, ვინც ეძებს ინვესტირებას ტურიზმსა თუ უძრავ ქონებაში.
განსაკუთრებით მიმზიდველია ქალაქის საგადასახადო სტრუქტურა, ქონების გადასახადით, რომელიც მერყეობს ქონების საბაზრო ღირებულების 0,2-1%-მდე და მოგების გადასახადი 15%-იანი განაკვეთით. ამ შეღავათებით სარგებლობენ როგორც ფიზიკური პირები, ასევე კორპორაციებიც. ყოველივე ეს უზრუნველყოფს მოსახლეობის ცხოვრების მაღალ ხარისხს და უსაფრთხო გარემოს ბიზნესის განვითარებისთვის, აღნიშნავს Forbes იაპონია.
2024-07-10 20:38