სიახლეები

NEXT დინამო ბათუმის სპონსორია

საფეხბურთო კლუბ დინამო ბათუმს ახალი სპონსორი ჰყავს. დეველოპერული კომპანია Next საქართველოს მოქმედი ჩემპიონის მხარდამჭერი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე იქნება.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი დღეს დინამო ბათუმის სპორტულმა დირექტორმა ასლან ბალაძემ და ნექსთის კომერციულმა დირექტორმა გიორგი ჟღენტმა მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონია აჭარაბეთ არენაზე გაიმართა.
Next-სა და დინამო ბათუმის პარტნიორობა ახალი შესაძლებლობებისა და პერსპექტივების მომტანი იქნება პარტნიორი კომპანიებისთვის, ვინაიდან ამ კოლაბორაციას საფუძვლად უდევს საერთო მიზნები და ღირებულებები, რაც პროდუქტიული და ნაყოფიერი თანამშრომლობის საწინდარია