სიახლეები

16 აგვისტოს საზეიმოდ გაიხსნა ჩვენი დასრულებული პროექტი Next Green

16 აგვისტოს საზეიმოდ გაიხსნა ჩვენი დასრულებული პროექტი Next Green მახინჯაურში

აგვისტოს თვე ნექსთ ჯგუფში სიახლეებითა და წარმატებული პროექტებით არის სავსე.

16 აგვისტოს საზეიმოდ გაიხსნა ჩვენი დასრულებული პროექტი Next Green მახინჯაურში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ Next Green მაცხოვრებლები და ნექსთ ჯგუფის წარმომადგენლები.

Next Green პრემიუმ კლასის აპარტოტელია, რომელიც მდებარეობს მახინჯაურში, ერთ-ერთ ყველაზე მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა და ინფრასტრუქტურულად განვითარებულ ადგილას ბათუმის სიახლოვეს. აპარტოტელი აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტის ინფრასტრუქტურით და მომსახურებათა სრული პაკეტით. სუფთა გარემო, გამწვანებული ეზო და ტერასა, აუზი, საბავშვო სივრცე, კომფორტული პარკინგი და რაც მთავარია, 24/7 მიმღების მომსახურება პროექტის უპირატესობების ვრცელი ჩამონათვალის მხოლოდ მცირედი ნაწილია.

პროექტის მშენებლობა 2020 წელს დაიწყო და გეგმიურად 2022 წლის აგვისტოში სრულად ჩაბარდა.

იხილეთ გახსნის ცერემონიის ფოტომასალა და გაიგეთ კიდევ უფრო მეტი Next Green-ის შესახებ.