კახა დევაძის Next-ი დაფუძნებიდან სულ რაღაც 6 წელიწადში 3 ქვეყანაში 20-მდე პროექტს ითვლის. თუმცა 39 წლის ბიზნესმენის ამბიციური მიზანი არა მხოლოდ ქალაქებში შენება, არამედ ქალაქების დაარსებაა.
„ჩვენს ინვესტორებს 11 სხვადასხვა ენაზე ვესაუბრებით”. – გვეუბნება კახა დევაძე, რომლის კომპანია, 300 ადამიანისგან შემდგარი გუნდით, მსოფლიოს 3 ქვეყანაში 20-მდე სამშენებლო პროექტს მართავს.
სასტუმროს ტიპის 12 საცხოვრებელი კომპლექსი ბათუმში, ჩაქვსა და გონიოში, ერთი კომპლექსი – Next Coral-ი – დუბაიში, ერთ კომპლექსად მშენებარე 4 რეზიდენცია კენიის დედაქალაქში – ეს კახა დევაძის კომპანიის მიერ შესრულებული და მიმდინარე პროექტების არასრული ჩამონათვალია. Next -ის პორტფოლიოში შევხვდებით ხარისხთან საერთაშორისოდ ასოცირებულ ისეთ სახელებს, როგორიცაა Radisson Blu Residences-ი და Wyndham Residences-ი.
გლობალურ კომპანიებთან თანამშრომლობით აშენებული კომპლექსური პროექტები პლანეტის გარშემო – რა შეიძლება აღმოცენებულიყო საქართველოს დეველოპერულ ბაზარზე ამაზე მასშტაბური? თუმცა კახა დევაძის ხედვა კიდევ უფრო ფართოა: მას სურს, Next-მა არა მხოლოდ ქალაქებში აშენოს, არამედ ქალაქები დააარსოს.
ამ ამბიციური გეგმისკენ მიმავალ გზაზე პირველი ნაბიჯები კახა დევაძემ 6 წლის წინ გადადგა: „დეველოპმენტის სფეროთი მაშინ დავინტერესდი, როცა მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის უძრავ ქონებაში ინვესტიცია, – ამბობს ბიზნესმენი, – და რამდენად დაცულად გრძნობს თავს ადამიანი, როდესაც მის ინვესტიციას მაღალი უკუგება აქვს”.

გზის პირველი ნახევარი საერთაშორისო ბრენდებისგან სწავლასა და გამოცდილების დაგროვებას დაუთმო, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ უფრო მასშტაბური იდეების განხორციელებისთვის Next-ი თავად უნდა გამხდარიყო საერთაშორისო ბრენდი. ხედვა თავიდანვე მკაფიოდ იყო განსაზღვრული – შეექმნა სივრცეები, რომლებიც, ხარისხთან ერთად, ღირებულებებს დაეფუძნებოდა: ეკოლოგიურ პასუხისმგებლობას, უსაფრთხოებას, სანდოობას. ღირებულებათა იერარქიის სათავეში კი ემოციური კომპონენტია: „ჰარმონია, რომელსაც ქმნის ზღვასთან და ბუნებასთან სიახლოვე”.
თუმცა ერთია – დაგეგმვა, მეორე კი განხორციელება. კომპანია სულ ახალი დაფუძნებული იყო, როდესაც გლობალური ხედვა გლობალური პანდემიის გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. ამ პერიოდში გლობალური ბრენდები სირთულეებს განიცდიდნენ – მომარაგების ჯაჭვის გაწყვეტას, მუშახელის ნაკლებობას, ჯანდაცვისა და უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებულ ახალ გამოწვევებს. კახა დევაძის ხელმძღვანელობით Next-მა პრობლემები შესაძლებლობებად აქცია. სწორედ ამ საყოველთაო ბუნდოვანების პერიოდში უსახავს კახა დევაძე მკაფიო მიზნებსა და შესაძლებლობებს Radisson Blu Residences-სა და Wyndham Residences-ს. ამ საერთაშორისო ბრენდებთან ერთად Next-მა მზერა გონიოს მიაპყრო, სადაც ორი 5-ვარსკვლავიანი რეზიდენციისა და სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დაიწყო.
„მჯერა, რომ როგორ სასტუმროებსა და აპარტამენტებსაც ავაშენებთ, ისეთი სტუმრებიც გვეყოლება, – ამბობს იგი. – ეს ყველაფერი ქვეყნის მომავალსაც განსაზღვრავს”.
კახა დევაძის სურვილია, ცხოვრების ახალი სტილი დანერგოს:
თანამედროვე არქიტექტურა, რომელიც ადამიანის განწყობაზე, ფსიქოლოგიასა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე დადებით გავლენას ახდენს;
კომფორტული გარემო, რომელსაც სერვისისთვის განკუთვნილი სივრცეები და დამხმარე ინფრასტრუქტურა ქმნის;
უმაღლესი ხარისხის შესრულება;
მენეჯმენტ - კომპანია, რომელიც ინვესტორის ქონებასა და მის მაღალ უკუგებაზე ზრუნავს.
დიზაინის თანამედროვე ტენდენციები და ესთეტიკა Next-ის ყველა პროექტში ჰარმონიულად თანაარსებობს. დიზაინი და არქიტექტურა კახა დევაძის მთავარი გატაცებაა. „არქიტექტურა ეხება ადამიანებს, მათ ფსიქიკას, ფსიქოლოგიურ განწყობას. ჩვენთვის ეს ყველაფერია. – ამბობს ის. – სანამ ამა თუ იმ ქვეყანაში ან ადგილას მშენებლობას დავიწყებთ, ირგვლივ ყველაფერს ვსწავლობთ, პირველ რიგში – არქიტექტურას”.

ასე მოხდა Next Coral-ის შემთხვევაშიც, რომლის აშენებამდე ერთი წლის განმავლობაში ის და მისი გუნდის წევრები ადგილობრივ კომპანიების, ბიზნესგარემოსა და ხელოვნური კუნძულების განვითარების გამოცდილებას იკვლევდნენ:
„დუბაიში პროექტის დაწყებამ მოგვცა შესაძლებლობა, ჩაგვეტარებინა კვლევა და შეგვესწავლა ადგილობრივი წარმატებული კომპანიები, გაგვეგო, თუ როგორ მუშაობენ, რაში ხარჯავენ ყველაზე მეტ რესურსს, როგორ ამუშავებენ პროექტებს. დღეს ჩვენც ანალოგიური სტანდარტებით ვხელმძღვანელობთ”.
NEXT CORAL-ი დუბაიში, ხელოვნურ კუნძულ Dubai Islands-ზე, პირდაპირ ზღვის სანაპირო ზოლზე შენდება და 80 პრემიუმ აპარტამენტს, 2 საცურაო აუზს, თანამედროვე ფიტნესცენტრსა და რესტორანს მოიცავს. Dubai Islands-ი იმავე მასტერდეველოპერის მიერაა შექმნილი, რომელმაც Palm Jumeira და Palm Jabel Ali განავითარა. რეზიდენციის მიმდებარედ განთავსდება 2 გოლფის მოედანი, ქალაქის ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი და იახტკლუბი. NEXT-ის ეს პროექტი არქიტექტურით, ხარისხით და მდებარეობით სიმშვიდისა და სტაბილურობის განცდის საშუალებას იძლევა. კახა დევაძისა და მისი კომპანიის მთავარი შეთავაზება მომხმარებლებისთვის სწორედ ესაა: დაცულობის, სიმყუდროვის, ჰარმონიის განცდა და დადებითი ემოციები.
ამავე სულისკვეთების მატარებელი იქნება Next-ის საცხოვრებელი კომპლექსი Next Amani კენიაში. კომპლექსი 4 სხვადასხვა რეზიდენციას მოიცავს, ჯამში 193 აპარტამენტით, აუზით, ფიტნესდარბაზით, რესტორნითა და ბაღით, მის წინ მდებარე პარკში კი მოეწყობა სასეირნო ბილიკი ჟირაფებისთვის.
თუმცა კახა დევაძის ამბიციას ვერ იტევს ბათუმი, დუბაი და ნაირობი. საქართველოსა და უცხოეთში მუშაობისა და მასშტაბური პროექტების განხორციელების პარალელურად, ბიზნესმენს ქალაქების დაარსების იდეაც გაუჩნდა:
„მშენებლობისა და არქიტექტურის მხრივ სანიმუშო ქალაქები მასტერდეველოპერების მიერაა გაშენებული და ჩვენც ასე ვხედავთ კომპანიის მომავალს, – ამბობს კახა დევაძე. – ამისათვის საჭიროა უბადლო რეპუტაცია, ნდობით აღჭურვილი ინვესტორები, კმაყოფილი და მადლიერი მომხმარებელი”.
სწორი ურბანული განვითარების კარგი მაგალითია ესპანური ქალაქი ვალენსია, რომელმაც 2023 წელს ევროპაში საუკეთესო საცხოვრებელი ადგილის ჯილდო აიღო და Next-ის პორტფოლიოს ეს ქალაქიც შეემატება.

„ძალიან საინტერესო იყო ვალენსიის ურბანული დაგეგმარება და დიდ ქალაქებში არსებული პრობლემების მოგვარების გზები, რომლებსაც ამ ქალაქში მიმართეს”, – გვიყვება კახა დევაძე.
შთაბეჭდილება, რომელიც ესპანურმა ქალაქმა ბიზნესმენზე მოახდინა, იმდენად ძლიერი იყო, რომ გადაწყვიტა, ვალენსიის მაგალითისა და გამოცდილების გათვალისწინებით, სათანადო ურბანული დაგეგმარებით, საქართველოში ახალი ურბანული ცენტრები დააარსოს.
ამ მიზნისთვის Next-ი დეველოპმენტის გამრავალფეროვნებას გეგმავს და აპირებს, არა მხოლოდ საცხოვრებელი კომპლექსები, არამედ სხვა ტიპის უძრავი ქონებაც ააშენოს. მაგალითად, ბათუმში მუშაობა უკვე დაწყებულია სპორტულ სკოლასა და სპორტსმენთა სარეაბილიტაციო ცენტრის პროექტზე. ხოლო კვარიათში ახალი პროექტი Next Gardens-ი დაანონსდება 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს ინფრასტრუქტურითა და ზეთისხილის ბაღებით, რომელიც უნიკალური იქნება ჩვენი რეგიონისთვის.
„ჩვენი მიზანია, გავბედოთ იმის თქმა, რომ პატარა ქალაქების დაარსება შეგვიძლია”, ამბობს კახა დევაძე.