სიახლეები

გრანდიოზული გახსნის ღონისძიება — NEXT Apartments

ქალაქ ბათუმს კიდევ ერთი პრემიუმ კლასის, მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი შეემატა, რომელიც მდებარეობს ტურისტულად აქტიურ უბანში, შავი ზღვის სანაპიროდან 3 წუთის სავალზე, შთამბეჭდავი ზღვისა და მთის ხედებით.
ასეთია NEXT Apartments, რომელიც NEXT-ის ყველა სხვა პროექტის მსგავსად გამოირჩევა უნიკალური დიზაინითა და არქიტექტურით. აპარტამენტები სასტუმროს ტიპისაა და მოწყობილია თანამედროვე ინფრასტრუქტურის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად.
NEXT Apartments მოიცავს: ღია აუზს, რესტორანს, ტერასას, ლაუნჯ და ლობი ბარებს, პარკინგს და ასევე რესეფშენისა და უსაფრთხოების 24/7 სერვისებს.
გარდა ამისა, საცხოვრებელი კომპლექსის ირგვლივ არსებული გამწვანება, რეკრეაციული და საბავშვო ზონები კიდევ უფრო კომფორტულსა და სასიამოვნოს ხდის NEXT Apartments-ის რეზიდენტობის გამოცდილებას.