ჩვენი პროექტები საერთაშორისო ინტერესის ცენტრშ
NEXT-ის გაყიდვების გუნდმა ლონდონში გამართულ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საერთაშორისო უძრავი ქონების გამოფენაში — “A Place in the Sun” მიიღო მონაწილეობა.

ჩვენი სტენდი ასობით ვიზიტორმა მოინახულა — მათ შორის იყვნენ ინვესტორები, დიჯითალ ნომადები და ადამიანები, რომლებიც ახალ ცხოვრებას ეძებდნენ ევროპის ფარგლებს გარეთ. ბევრისთვის ეს იყო პირველი შთაბეჭდილება საქართველოს, ესპანეთის, კენიისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მიმართ როგორც სასიცოცხლო და საინვესტიციო მიმართულებების.
NEXT-ის პორტფოლიომ დაიმსახურა აღფრთოვანება — ქალაქ ბათუმში განთავსებული ბრენდული რეზიდენციები, ეკო-მეგობრული საცხოვრებლები კენიაში, და ექსკლუზიური ვილები დუბაიში — ერთდროულად აერთიანებს დიზაინს, ხელმისაწვდომობას და სტაბილურ შემოსავალს.
რა მოეწონათ ვიზიტორებს:
- პარტნიორობა 5-ვარსკვლავიან ბრენდებთან, როგორიცაა Radisson და Wyndham
- მოქნილი გადახდის გრაფიკები და ხელმისაწვდომი ფასები
- მაღალი ROI და გაქირავების პოტენციალი
NEXT-ის გუნდმა ჩამოიტანა კონკრეტული ინტერესი, ახალი კავშირები და პოტენციური პარტნიორები, რომლებიც მზად არიან მეტი გაიგონ ჩვენს პროექტებზე და რეალურად განიხილავენ ქონების შეძენას.
