ბიზნეს ტურიზმი
აჭარაში გამართული მრავალი საერთაშორისო მნიშვენლობისა და მაღალი დონის ღონისძიებების ფონზე, მხარემ MICE-ტურიზმის ტრანსნაციონალურ ბაზარზე მნიშვნელოვანი ადგილი მოიპოვა. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ინფრასტრუქტურა, უგემრიელესი ადგილობრივი, ევროპული თუ აზიური სამზარეულო, მსოფლიო დონის მომსახურება, მომხიბვლელი გარემო – ის პირობებია, რომელიც აჭარაში ტურიზმის ამ სახეობის განვითარებას განაპირობებს.