პროექტები

BMG-ის რეპორტაჟი NEXT GROUP-ის შესახებ

კომპანია „ნექსთ ჯგუფმა“, რომელმაც საქართველოში საერთაშორისო ბრენდები Wyndham და Radisson შემოიყვანა, მიმდინარე წელს წარმატებით ასრულებს. კომპანიის გაყიდვების დირექტორი BM.GE-სთან აღნიშნავს, რომ ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის ყოველწლიურ ზრდასთან ერთად იზრდება კომპანიის გაყიდვებიც.

„2022 წელი „ნექსთ ჯგუფისთვის“ დიდი წარმატებით სრულდება. ზოგადად, ბათუმის უძრავი ქონების ბაზარი ყოველწლიურად იზრდება და ეს ჩვენს გაყიდვებზეც აისახა. წლევანდელი გაყიდვების მოცულობამ გადააჭარბა 120 მლნ ლარს, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია“, - ამბობს ეკატერინა დანელიანი.

აღსანიშნავია, რომ „ნექსთ ჯგუფს“ 2 დასრულებული და 5 მიმდინარე პროექტი აქვს. დასრულებულ პროექტებს შორის „Next Green” და „Next Orange”-ია. კომპანიის გაყიდვების დირექტორის თქმით, ახალი კომპლექსების ხარჯზე ფართოვდება „ნექსთ ჯგუფის“ გეოგრაფიული არეალიც.

„ამ ეტაპისთვის გვაქვს 5 მიმდინარე პროექტი. მათგან ორი „ვინდამი“ და „რედისონია“. რედისონი ზაფხულში დავიწყეთ. პროექტის მიმართ მაღალი ინტერესია. დაინტერესებაა სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის დსთ-ს და ევროპის ქვეყნების მხრიდანაც. ამას მოწმობს ისიც, რომ „რედისონის“ პროექტის 20% უკვე გაყიდულია.

აღსანიშნავია, რომ ახალ პროექტსაც ვიწყებთ. ამჯერად, მახინჯაურში, ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე. კომპლექსი 1200 აპარტამენტისგან შედგება. ის პრემიალურია და მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებელზე“, - განმარტავს ის.

რაც შეეხება მიმდინარე პროექტებს, ესენია: Villa Park- ჩაქვში, Next White და Next Apartments - ბათუმში.

ჩვენი ოფისები

საქართველო
ბათუმი, კოსტავას ქ. 20
ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. 18
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
უკრაინა
კიევი, პავლე ტიჩინას გამზირი 1ბ
ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 19:00
ყაზახეთი
ალმატი, ტოლე ბის ქ. 55 “სითი ჰაბის” 1-ლი სართ.
ორშაბათი - შაბათი 10:00 - 19:00
აგს
დუბაი, Central One District C1 Building
ორშაბათი - პარასკევი 08:00 - 17:00
კენია
ტატუ სითი
ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 19:00
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს ჩვენი სერვისებისა და თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად
OK