ჩვენი რედაქციის სტუმარი, მსოფლიოში სასტუმროების უმსხვილესი ქსელის - Wyndham Hotels & Resort-ის პრეზიდენტი, ბნ. დიმიტრის მანიკისია.
ქართული საინვესტიციო და დეველოპერული კომპანია Next Group-ის პროექტის ფარგლებში, 2024 წელს, 5 ვარსკვლავიანი „ვინდამ რეზიდენსი“ გონიოს სანაპიროდან ოციოდე მეტრში აღიმართება.
ჟურნალისტი: ბნ. დიმიტრის, ვინდამის ქსელი 9000-მდე სასტუმროს აერთიანებს მსოფლიოს გარშემო, თუმცა გიონიოს „ვინდამ რეზიდენსის“ შეთავაზება განსხვავებულია - საცხოვრებელი აპარტამენტები სასტუმროს მომსახურეობით. თვლით რომ სხვა ტრადიციული ბრენდებიც ამ ბიზნეს-მოდელით გააგრძელებენ ზრდას და განვითარებას?
დიმიტრის მანიკისი: ერთი სიტყვით - დიახ. სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიამ იმ ფორმით როგორითაც მას აქამდე ვიცნობდით, მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა. პანდემია მტკივნეული, თუმცა კარგი ეკონომიკური გაკვეთილი გამოგდა და ბევრი ბიზნესი დააფიქრა კომერციული მოდელის მოქნილობასა და ეფექტურობაზე. მათ შორის ჩვენც. უფრო დაკვირვებით გავაანალიზეთ ე.წ. ბრენდული რეზიდენციების ბოლოდროინდელი წარმატება მსოფლიო ბაზარზე და საინტერესო დასკვნამდე მივედით - ამ შეთავაზების უნიკალურობა თავისუფლებაშია. ის აძლევს ადამიანებს საშუალებას იცხოვრონ სახლში, სახლიდან შორს. ეს უდაოდ ის შესაძლებლობის ფანჯარაა, რომელიც ჩვენ, მსოფლიო ბრენდებმა, ჩვენი ხარისხის სტანდარტებით ახალ მწვერვალებზე უნდა ავიყვანოთ და ასეც მოხდება.
ჟურნალისტი: სახლში, სახლიდან შორს და სახლური რუტინების გარეშე?
დიმიტრი მანიკის: (იღიმის) ზუსტად! ოღონდ წარმოიდგინეთ, რომ რუტინებზე საერთაშორისო მენეჯმენტ-კომპნაია ზრუნავს. საერთაშორისო გამოცდილებით. განსაკუთრებული ყურადღებით დეტალების მიმართ. თქვენ კი გრჩებათ ქონება, კომფორტი და თავისუფლება ერთად. გადაწყვეტთ მეგობრებთან ერთად საღამოს სახლში გატარებას? თქვენი კულინარიული ნიჭით დააპირებთ მათ გაოცებას? იდეალური! აპარტამენტი მრავაგზის გადააზრებული მსოფლიო სტანდარტების მიხედვითაა კეთილმოწყობილი და სრულად აღჭურვილი. აქ, სახლური შეკრებების ორგანიზება ცალკე სიამოვნება იქნება.
ჟურნალისტი: რა იყო მთავარი ფაქტორი, რამაც Next Group-ის გონიოს პროექტში ჩართვა გადაგაწყვეტინათ?
დიმიტრის მანიკისი: პირველ რიგში Next Group-ის გუნდი. იშვიათად შევხვედრილვარ საკუთარ ქალაქსა და ქვეყანაზე ასე შეყვარებულ ახალგაზრდებს. მოგვეწონა მათი სულისკვეთება, ხედვები და ცხადია საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობის გამოცდილება. თამამად ვიტყვი რომ „ვინდამში“ განებრივრებულები ვართ პროფესიონალებთან მუშაობით, მაგრამ Next-ის „ნოუ-ჰაუმ“ და ადგილობრივი ბაზრის ნიუანსების იუველირულმა ცოდნამ, თავიდანვე სასიამოვნოდ გაგვაკვირვა.
ჟურნალისტი: გონიოზე რას გვეტყვით?
დიმიტრის მანიკისი: გონიოს ციხესიმაგრე ცოცხალი მტკიცებაა იმის, რომ საქართველო ანტიკური ევროპის ნაწილი იყო. დღეს კი მსოფლიო ტურიზმის მომავალ ცენტრად ვუყურებთ და Next Group-ის გუნდმა ეს აღქმა ასმაგად გაგვიმყარა. ისტორიული მნიშვნელობის მიღმა, გონიო საუკეთესო ადგილია მათვის, ვისაც ჩვეულებრივი, ხმაურიანი ტურისტული გარემოდან მოშორებით სურს დასვენება. ზღვის წყალი სუფთაა, კურორტი მთებითაა გარშემორტყმული. ალბათ ბუნებრივობაა ის, რაც ყველაზე მეტად მომწონს გონიოში და დარწმუნებული ვარ ამას ჩვენი სტუმრებიც დააფასებენ. უნდა ავღნიშნო, რომ თურქეთის საზღვართან სიახლოვეც მნიშვნელოვანი უპირატესობაა მეზობელი დამსვენებლის მოსაზიდად. იმედი მაქვს, რომ ჩვენს ბიზნესში ყველაფრისმთქმელ სიტყვებს - „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვინმდამში“, გიონის კომპლექსის პირველ სტყუმრებს თავად ვეტყვი. მათი თვალები კი ყველაფერს მეტყვიან მე.
ჟურნალისტი: კაზინოს გახსნასაც გეგმავთ?
დიმიტრის მანიკისი: დიახ. განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ ე.წ. ბიზნეს-მოგზაურებზე და არამხოლოდ კაზინოს და გართობის მიმართულებით. გვსურს „ვინდამ რეზიდენსი“ საუკეთესო ადგილად იქცეს შეხვედრებისთვის. ამისთვის ვაკეთებთ საკონფერენციო დარბაზებს, უმაღლესი კლასის რესტორანს, მოკლედ ყველაფერს რაც გინიოს კომპლექსს კუთვნილ სახელს დაუმკვიდრებს და ეს სახელი გაიგივებული იქნება მხოლოდ ხარისხთან.
ჟურნალისტი: ფიქრობთ რომ თქვენს მაგალითზე სხვა გლობალური ბრენდებიც მალე გააქტიურდებიან საქართველოს შავი ზღვის კურორტებზე?
დიმიტრის მანიკისი: (კვლავ იცინის) Next Group-ის მიზანიც სწორედ ეგ არის და დარწმუნებული ვარ წარმატებასაც მიაღწევენ. ჩვენ ჩვენი თავის, ჩვენი ბრენდის, ჩვენი იდეალების გვწამს. დასვენებისთვის საუკეთესო გარემოს შექმნა ის პაუსიხისმგებლობაა, რომელიც „ვინდამის“ ოჯახის თითოეული წევრისა და მთელი ბრენდის რეპუტაციით არის გამყარებული. ისევ Next Group-ის ხალხს დავესესხები და მათივე სიტყვებს გავიმეორებ: ახალი გონიოს ისტორიის პირველი ფურცელს, 2024 წელს, Next Group-ი და ჩვენ ერთად დავწერთ. დანარჩენს დრო გვაჩვენებს.