კომპანიის თითოეული პროექტი განსხვავებულია, თუმცა ერთი იდეით არის შთაგონებული - იყოს მაქსიმალურად მორგებული თანამედროვე მომხმარებლის უკლებლივ ყველა საჭიროებაზე.
ინფორგრაფიკა - კომპანიის მონაცემებით:
6 პარალელური პროექტი
110.000 მ2-ზე მეტი საცხოვრებელი და კომერციული ფართი
2000-მდე აპარტამენტი
წარმომადგენლობა 3 ქვეყანაში: უკრაინა, პოლონეთი, ყაზახეთი
5 გაყიდვების ოფისი
ჯამური ინვესტიცია 350 მილიონი ლარი
კომპანიაში დასაქმებული 1000-მდე თანამშრომელი
ბათუმი აქტიურ ტურისტულ ცენტრში, გონიოში შენდება საქართველოში პირველი ბრენდული სასტუმრო რეზიდენცია - Wyndham Residences, რომელიც საერთაშორისო სასტუმროების ქსელის Wyndham-ისა და Next Group-ის ერთობლივი პროექტია.
გონიოში, ზღვის პირველ ზოლში მდებარე ამ სასტუმრო კომპლექსს შავი ზღვის პირველ ზოლში უნიკალური მდებარეობა, თითოეული ნომრიდან ულამაზესი ხედი, სერვისის უმაღლესი სტანდარტი და დიდი საინვესტიციო კაპიტალი გამოარჩევს.
კონცეფცია Branded Residences – სრულად განსხვავდება აქამდე ჩვენთვის ცნობილი სასტუმროს ტიპის აპარტამენტების კონცეფციისგან. ბრენდული სასტუმრო ნომრის მფლობელი მარტივად გამოარჩევს მას შემდეგი კრიტერიუმებით:
- მომხმარებელი იძენს ბრენდულ სასტუმრო ნომერსა და არა სტანდარტულ აპარტამენტს იმავე შენობაში, სადაც სასტუმროა განთავსებული.
- სასტუმრო კომპლექსს მართავს საერთაშორისო ბრენდი, რომელიც მომხმარებელს აწვდის სასტუმრო სტანდარტის მომსახურებას, მათ შორის გაქირავების სერვისს.
- Branded Residences კონცეფცია ბევრად მრავალფეროვანია, ვიდრე ჩვეულებრივი საცხოვრებელი აპარტამენტების: რუმ-სერვისი, სამრეცხაო, ტექნიკური ოთახი, მძღოლისა და ძიძის მომსახურა, რესეფშენი 24/7, კაზინო, აუზი, რესტორანი, ღია კაფე, კერძო პლაჟი და ა.შ.
- ამ ყველაფერთან ერთად Wyndham-ის ბრენდულ სასტუმრო ნომრის შეძენას აქვს ერთი დამატებითი უპირატესობა: მომხმარებელი Wyndham-ის ოჯახის წევრი ხდება და ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა დროებით გაუცვალოს საკუთარი სასტუმროს ნომერი Wyndham Residence-ს სხვა მფლობელს, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში.
არსებობს უამრავი მიზეზი, რის გამოც Branded Residences მიმრთულება სწრაფად გაიზარდა და პოპულარული გახდა ბოლო ათწლეულში, მაგალითად:
ბრენდთან ასოციაცირება აღძრავს მყიდველის ნდობას, რადგან ცნობილი და წარმატებული ბრენდის სახელი ავტომატურად გულისხმობს მაღალ ხარისხსა და სანდოობას, რაც განსაკუთრებით მიმზიდველია იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია სტატუსი, ხარისხი, დრო და პარტნიორობის პერსპექტივა.
აღსანიშნავია, რომ „ნექსთ ჯგუფის“ სხვა პროექტები წარმოადგენს აპარტ-ოტელს და მომხმარებელს უმაღლესი სტანდარტის მშენებლობასთან ერთად აპარტამენტების მართვის სერვისსაც სთავაზობს.