ყველა აპარტამენტი დაგეგმარებულია საერთაშორისო სტანდარტების დაცვით. თითოეული სივრცე წარმოდგენილია ფართე ტერასებით. არანაკლებ საინტერესო და შთამბეჭდავია ეკოლოგიურად სუფთა მასალებით შექმნილი ინტერიერიც, რაც, პირველ რიგში, ითვალისწინებს მაცხოვრებელთა მოთხოვნებსა და ინდივიდუალურ საჭიროებებს. აღსანიშნავია, რომ NEXT COLLECTION სრულიად ადაპტირებულია სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის.
ხელსაყრელი ინვესტიცია
საქართველოს ტურისტული და უძრავი ქონების სექტორი ყოველწლიურად მზარდია. დღეს საუკეთესო დროა საკუთარი აპარტამენტის შესაძენად მომავლის კომპლექსში, სადაც შეგიძლია ისარგებლო 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს კომფორტითა და მომსახურებით. NEXT COLLECTION-ში დასვენება ან ცხოვრება ერთნაირად კომფორტული იქნება ნებისმიერი ასაკის და ინტერესის ადამიანისთვის.
NEXT COLLECTION ეს არის ადგილი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ იცხოვრონ, დაისვენონ და მიიღონ სტაბილური შემოსავალი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. სხვაგვარად, რომ ვთქვათ – ეს არის მომგებიანი ინვესტიცია სტაბილური მომავლისთვის.
NEXT COLLECTION-ში გაყიდვები დაწყებულია, კომპლექსში აპარტამენტის მინიმალური ფასი 40 500 აშშ დოლარიდან იწყება. ასევე მოქმედებს მოქნილი გადახდის პირობები: 10%-იანი პირველადი შენატანი და შიდა უპროცენტო განვადება 2026 წლის მაისამდე.