კომპანია NEXT “Future Hospitality Summit-ის” მთავარ მონაწილედ წარდგა
უძრავი ქონებისა და სტუმარ-მასპინძლობის სფეროში ახალი მიღწევებით, NEXT პირველი ქართული საინვესტიციო-დეველოპერული კომპანიაა, რომელიც სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებაზე, Future Hospitality Summit-ზე ერთ-ერთ მთავარ მონაწილედ წარდგა.
სამიტი 25-27 სექტემბერს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, აბუ-დაბიში გაიმართა და 1000-ზე მეტ ვიზიტორსა და 100-მდე საერთაშორისო მედიის წარმომადგენელს უმასპინძლა.
პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა ანი ოცხელი (NEXT-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე), ჯაიდევ მენეზესი ( Marriott International-ის რეგიონული ვიცე-პრეზიდენტი), დანიელ ფონ ბარლოუენი (Accor Group-ის რეგიონული ვიცე-პრეზიდენტი) და მარკ კირბი (Emaar-ის სტუმარ-მასპინძლობის ხელმძღვანელი). დისკუსიის მოდერატორი კი იყო სკოტ ანტელი, Hospitality & Franchise-ის ცნობილი იურისტი.
NEXT & Spectrum
სამიტზე საქართველო დეველოპერულმა კომპანიამ, NEXT-მა და არქიტექტორულმა კომპანიამ, Spectrum-მა ერთობლივი თანამშრომლობით შექმნილი ინოვაციური პროექტებით წარადგინეს.
NEXT & Spectrum-ის ერთიანი ხედვა, რომელიც ორიენტირებულია ტრანსფორმაციული, მდგრადი განვითარების შემუშავებაზე, განსაზღვრავს საქართველოს სტუმარ-მასპინძლობის მომავალს გლობალურ არეალზე.
Future Hospitality Summit-ის როლი უძრავი ქონების სექტორში:
ღონისძიება ყოველწლიურ ხასიათს ატარებს და აერთიანებს უძრავი ქონებისა და სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის გლობალურ ლიდერებს, რომლებიც განიხილავენ სხვადასხვა პროექტს, ინოვაციურ საინვესტიციო ტენდენციებსა და იდეებს.