ახალი წელი ახალი შესაძლებლობებით – NEXT ბრენდულ აპარტამენტებზე სადღესასწაულო შეთავაზებით
ექსკლუზიურად სადღესასწაულოდ შექმნილი შეთავაზების ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს აპარტამენტი სასურველ კომპლექსში 15%-მდე ფასდაკლებით და შეხვდეს 2024 წელს ახალი საინვესტიციო შესაძლებლობით.
„ჩვენი მისიაა, შევქმნათ საერთაშორისო ბრენდი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს მომხმარებლებს ცხოვრების უმაღლესი სტანდარტითა და გამორჩეული სერვისით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის საზღვრებს გარეთ”, – აცხადებს ნექსთის დამფუძნებელი, კახა დევაძე.
საახალწლო შეთავაზებები მრავალფეროვანია და სხვადასხვა პროექტის შემთხვევაში მომხმარებელს განსხვავებულ უპირატესობებს სთავაზობს.
ერთ-ერთი მთავარი პროექტი, რომელიც სადღესასწაულო შეთავაზებებს გთავაზობთ Next Address-ია. ბათუმის ცენტრში მდებარე Next Address იდეალური კომპლექსია საინვესტიციო და საცხოვრებელი მიზნებისთვის. ნიუ-იორკისა და დუბაის All In One კონცეფციაზე დაყრდნობით შექმნილ ფუნქციონალურ და ინოვაციურ მრავალსართულიან პროექტში აპარტამენტების შესაძენად ახალი წელი საუკეთესო დროა. აპარტამენტების ღირებულება მოცემულ პროექტში $42 000-დან იწყება და შიდა 0%-იანი განვადების შემთხვევაში ყოველთვიური შენატანი მხოლოდ $916-ს შეადგენს.
ექსკლუზიურად საახალწლო აქციის მონაწილეა Პროექტ Next Collection-ის აპარტამენტებიც, რომელიც იდეალური არჩევანია მათთვის, ვინც ბუნებასთან სიახლოვესა და ცხოვრების უმაღლეს ხარისხსს ანიჭებს უპირატესობას.
Next Collection-ში აპარტამენტების ფასი $51 500-დან იწყება, ხოლო ყოველთვიური შენატანი 0%-იანი განვადების შემთხვევაში – 1040$-დან.
ქსკლუზიურად საახალწლო შეთავაზებებში მორიგი და ყველაზე საინტერესო პირობები კი Wyndham Residences-ში დაგხვდებათ.
პრემიუმ პროექტი, მხოლოდ სადღესასწაულოდ, 15%-მდე ფასდაკლებას გთავაზობთ. თუ სანაპიროს პირველ ზოლში, ბუნებით გარშემორტყმულ უძრავ ქონებაზე გიჭირავთ თვალი, Wyndham Residences-ის სასტუმროს ნომერი სათქვენო არჩევანია. ეს არის სანდო ინვესტიცია მაღალი კლასის სასტუმრო კომპლექსში, სადაც სასტუმროს ნომრის ფასი $83,700-დან იწყება.
Next-ის საახალწლო შეთავაზება თქვენი საახალწლო ოცნებებისა და მიზნების ასრულების გარანტია და სიახლეებით სავსე წლის მსუყე შანსს გაძლევთ!
შეუერთდი Next-ის პრემიუმ აპარტამენტების მფლობელთა რიცხვს და დაიწყე ახალი წელი ახალი შესაძლებლობებით!