თანამედროვე არქიტექტურა, სტრატეგიული მდებარეობა და ტურისტული მიმზიდველობა - გიყვებით
Next-ის ახალ პროექტზე ბათუმში, ქალაქში, რომელიც რჩება საქართველოს ტურისტულ ცენტრად.
Next-ი ქართული ბაზრის ინოვაციური პროექტებით გაოცებას არ წყვეტს. შემოქმედებითი მიდგომით, კომპანიამ, ამჯერად, ახალი საცხოვრებლისა და ბიზნეს ცენტრის პროექტი
Next Address წარმოადგინა.
მოდერნისტული არქიტექტურა, ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურა, მიმზიდველი ლოკაცია - ეს პროექტის უპირატესობების არასრული ჩამონათვალია, თუმცა გამოკვეთილია ხედვა -
იყოს ბათუმის ყველაზე დინამიური ბიზნეს ცენტრი, წლის ნებისმიერ სეზონზე.ლოკაცია:Next-ის ნოვატორული კომპლექსის ლოკაცია ბათუმის გეოგრაფიული და ტურისტული ცენტრი, გმირთა ხეივანია, სადაც ქალაქის დინამიური ცხოვრება და საქმიანი აქტივობა მთელი წლის განმავლობაში არ წყდება.
გმირთა ხეივანი არის ადგილი, რომელიც ბათუმში ყველაზე სწრაფი ტემპით ვითარდება. აქ ტურიზმი, ბიზნესი და ბათუმის ყოველდღიური ცხოვრება ერთმანეთს ერწყმის და ქმნის ქალაქის ახალ სიცოცხლეს.