ბათუმის ერთ-ერთ საუკეთესო ლოკაციაზე, გმირთა ხეივანში წარმოდგენილი მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი “NEXT ADDRESS” გამოირჩევა არქიტექტურითა და მაცხოვრებლების კომფორტზე მორგებული გადაწყვეტილებებით.
გმირთა ხეივანი არის ადგილი, რომელიც ბათუმში ყველაზე სწრაფი ტემპით ვითარდება. აქ ტურიზმი, ბიზნესი და ბათუმის ყოველდღიური ცხოვრება ერთმანეთს ერწყმის და ქმნის ქალაქის ახალ სიცოცხლეს.
ნაგებობა ელეგანტური დიზაინითა და არასტანდარტული იერსახით გამოირჩევა, ქმნის ჰარმონიული ბალანსის შეგრძნებას ბათუმის ძველი და ახალი არქიტექტურისთვის დამახასიათებელ ტრადიციულ ფორმებთან და დეტალებთან.
შენობის არქიტექტურა ორ ნაწილად იყოფა – მწვანე პოდიუმი, სადაც განთავსებულია კომერციული ობიექტები და სამი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი. პოდიუმზე ასევე განთავსებულია გამწვანებული ტერასა და საცურაო აუზი. შენობის ერთ-ერთ ყველაზე თვალშისაცემ და გამორჩეულ ელემენტს კი მისი მწვანე ფასადი წარმოადგენს.
პოდიუმი მთლიანად ბუნებრივი საფარით არის დაფარული, რაც ვიზუალურ და ეკოლოგიურ დატვირთვას ატარებს. მწვანე ფასადი შთანთქავს დიდი რაოდენობით CO2-ს და ამცირებს ენერგიის მოხმარებას. მის შესაქმნელად გამოყენებული სხვადასხვა სახეობის მცენარე ქმნის ბიომრავალფეროვნებას და ხელს უწყობს გარემოს გაჯანსაღებას.
კომპლექსის ერთ-ერთი სახასიათო ელემენტია პანორამული ლიფტები ბათუმისა და ზღვის ხედებით. კომპლექსი 206 მეტრს აღწევს, ბოლო სართულზე კი პენტჰაუსებია განთავსებული.
Next-ის ნოვატორული კომპლექსის ლოკაცია ბათუმის გეოგრაფიული და ტურისტული ცენტრი, გმირთა ხეივანია, სადაც ქალაქის დინამიკური ცხოვრება და საქმიანი აქტივობა მთელი წლის განმავლობაში არ წყდება. Next Address-იდან ზღვამდე მისასვლელ 500 მ სიგრძის “მწვანე დერეფნის” ფუნქციას კი რეკრეაციული პარკი შეითავსებს, რომელიც ხეივანში მოეწყობა.
კომპლექსიდან ფეხით სავალ მანძილზეა ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი: სავაჭრო ცენტრები, კაფეები, რესტორნები, სკოლები, იუსტიციის სახლი, ტბა მოცეკვავე შადრევნებით, ბათუმის მთავარი სტადიონი და სხვა.
Next Address-ის გაყიდვები დაწყებულია: მოქმედებს 4-წლიანი შიდა უპროცენტო განვადება და 10%-იანი პირველადი შენატანი. მეტი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ პროექტის გვერდს: NEXGROUP.GE