HOMEIS.GE: «NEXT-ი ბათუმში მორიგი ინოვაციური პროექტით NEXT ADDRESS»
ბათუმის ერთ-ერთ საუკეთესო ლოკაციაზე, გმირთა ხეივანში წარმოდგენილი მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი “NEXT ADDRESS” გამოირჩევა არქიტექტურითა და მაცხოვრებლების კომფორტზე მორგებული გადაწყვეტილებებით.
ბმირთა ხეივანი არის ადგილი, რომელიც ბათუმში ყველაზე სწრაფი ტემპით ვითარდება. აქ ტურიზმი, ბიზნესი და ბათუმის ყოველდღიური ცხოვრება ერთმანეთს ერწყმის და ქმნის ქალაქის ახალ სიცოცხლეს.
ნაგებობა ელეგანტური დიზაინით და არასტანდარტული იერსახით გამოირჩევა, ქმნის ჰარმონიული ბალანსის შეგრძნებას ბათუმის ძველი და ახალი არქიტექტურისთვის დამახასიათებელ ტრადიციულ ფორმებთან და დეტალებთან.
შენობის არქიტექტურა ორ ნაწილად იყოფა – მწვანე პოდიუმი, სადაც განთავსებულია კომერციული ობიექტები და სამი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი. Პოდიუმზე ასევე განთავსებულია გამწვანებული ტერასა და საცურაო აუზი. შენობის ერთ-ერთ ყველაზე თვალშისაცემ და გამორჩეულ ელემენტს კი მისი მწვანე ფასადი წარმოადგენს.
პოდიუმი მთლიანად ბუნებრივი საფარით არის დაფარული, რაც ვიზუალურ და ეკოლოგიურ დატვირთვას ატარებს. მწვანე ფასადი შთანთქავს დიდი რაოდენობით CO2-ს და ამცირებს ენერგიის მოხმარებას. მის შესაქმნელად გამოყენებული სხვადასხვა სახეობის მცენარეები ქმნის ბიომრავალფეროვნებას და ხელს უწყობს გარემოს გაჯანსაღებას.