INTERMEDIA.GE: «NEXT-ი ბათუმში მორიგი ინოვაციური პროექტით NEXT ADDRESS»
ნაგებობა ელეგანტური დიზაინით და არასტანდარტული იერსახით გამოირჩევა, ქმნის ჰარმონიული ბალანსის შეგრძნებას ბათუმის ძველი და ახალი არქიტექტურისთვის დამახასიათებელ ტრადიციულ ფორმებთან და დეტალებთან.
პოდიუმი მთლიანად ბუნებრივი საფარით არის დაფარული, რაც ვიზუალურ და ეკოლოგიურ დატვირთვას ატარებს. მწვანე ფასადი შთანთქავს დიდი რაოდენობით CO2-ს და ამცირებს ენერგიის მოხმარებას. მის შესაქმნელად გამოყენებული სხვადასხვა სახეობის მცენარეები ქმნის ბიომრავალფეროვნებას და ხელს უწყობს გარემოს გაჯანსაღებას.