არსებობს ამბები, რომლებიც იმდენად კარგად ჟღერს, საკუთარ ყოველდღიურობასთან გაიგივება შესაძლოა გაგიჭირდეს. თუმცა ეს ამბავი არა წარმოუდგენელ, არამედ რეალურ, კომფორტულ ცხოვრებაზეა, რომლის მთავარი გმირი შენც ძალიან მარტივად შეიძლება გახდე… NEXT COLLECTION - ასე ქვია NEXT GROUP-ის ახალ პროექტს, რომლის ისტორიაც ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, სანაპიროს პირველ ზოლში იწყება.
NEXT GROUP საინვესტიციო-დეველოპერული კომპანიაა, რომელიც სწრაფი ტემპებით იზრდება და უძრავი ქონების ბაზარზე ინოვაციები შემოაქვს. კომპანიას აქვს რამდენიმე მიმდინარე და დასრულებული მასშტაბური კომპლექსი ბათუმში. პროექტებს შორისაა Radisson Hotel Group-თან და Wyndham Hotels & Resorts-თან კოლაბორაციით შექმნილი ბრენდული რეზიდენციები, სასტუმრო-აპარტამენტები და ვილები.
კომპანიის ახალი პროექტი Next Collection-ია, რომლის მთავარი იდეა 5 ვარსკვლავიან რეზორტში ცხოვრებაა, რომელიც ბოტანიკურ ბაღთან, სანაპიროს პირველ ზოლში, ზღვიდან რამდენიმე ნაბიჯში მდებარეობს. ამიტომ, თუ საუკეთესო ინვესტიციის უსაფრთხოდ გაკეთება გსურს, უნდა იცოდე მეტი Next Collection-ის შესახებ.