პროექტები

Სადღესასწაულო შეხვედრა NEXT White-ში

Ახალ წელთან ერთად, მნიშვნელოვანია გავიხსენოთ ის მომენტები, რომლებმაც სიხარული მოგვიტანეს და გაგვაერთიანეს. Ერთერთი მათგანი NEXT-ის Წინასაახალწლო საშობაო საღამო იყო, რომელიც NEXT-ის ერთერთ წარმატებულ პროექტ - NEXT White-ში გაიმართა.


NEXT White პრემიუმ კლასის მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსია ბათუმში. Ზღვისგან 3 წუთის სავალ მაძილზე, ეს პროექტი გამოირჩევა უნიკალური არქიტექტურით და დიზაინით.


საშობაო შეხვედრაზე სტუმრებმა და NEXT-ის გუნდმა ერთმანეთს გაუზიარეს საახალწლო სეზონის სიხარული და განწყობა. Ცოცხალი მუსიკა, გემრიელი ვახშამი და სხვადასხვა გასართობი აქტივობები, სტუმრებს უქმნიდა სასიამოვნო გარემოს ახალი კავშირების დასამყარებლად. საღამოს განსაკუთრებული ნაწილი იყო საშობაო ბაზრობა, სადაც წაროდგენილი იყო ადგილობრივი არტიზანების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები და უგემრიელესი ნუგბარი.

NEXT-ის გუნდი მადლობას უხდის ყველას ვინც შემოუერთდა ჩვენს საშობაო საღამოს და განსაკუთრებული გახადა ეს შეხვედრა NEXT White-ში.


NEXT-ი სამომავლოდ მრავალ ასეთ შეკრებას გეგმავს, რომელიც არა მხოლოდ აღნიშნავს ჩვენს წარმატებებს, არამედ გზას გაუხსნის მომავალ თანამშრომლობასა და მიღწევებს.

ჩვენი ოფისები

საქართველო
ბათუმი, კოსტავას ქ. 20
ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. 18
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
უკრაინა
კიევი, პრედსლავინსკაიას 11-13
ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 19:00
ყაზახეთი
ალმატი, ტოლე ბის ქ. 55 “სითი ჰაბის” 1-ლი სართ.
ორშაბათი - შაბათი 10:00 - 19:00
აგს
დუბაი, Central One District C1 Building
ორშაბათი - პარასკევი 08:00 - 17:00
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს ჩვენი სერვისებისა და თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად
OK