პროექტები

NEXT “Luxury Lifestyle Awards 2023”- ის გამარჯვებულია

პრემიალური უძრავის ქონებისა და მომსახურების სექტორში NEXT ინოვატორი და ლიდერი კომპანიის სახელით პოზიციონირდება.

კახა დევაძის მიერ დაფუძნებულმა სამშენებლო-საინვესტივიო კომპანია NEXT-მა, საქართველოში ხელახლა განსაზღვრა უძრავი ქონების სფეროს სტანდარტი. მისი რეპუტაცია საერთაშორისო ასპარეზზე მიღებული აღიარებით კიდევ ერთხელ განმტკიცდა. NEXT-მა “Luxury Lifestyle Awards 2023”-ის ჯილდო მოიპოვა, როგორც საქართველოში საუკეთესო პრემიალურმა დეველოპერმა.

NEXT-ი ერთადერთი დეველოპერული კომპანიაა საქართველოში, რომელიც Radisson Blu და Wyndham-თან პარტნიორობით ბრენდულ რეზიდენციებს აშენებს. კომპანია მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის, ხუთ ვარსკვლავიან საცხოვრებელ აპარტამენტებს სთავაზობს.

NEXT-ის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა ბათუმსა და გონიოში, შავი ზღვის პირველ სანაპირო ზოლში უმაღლესი ხარისხის ინფრასტრუქტურის მოწყობა და პრემიალური მომსახურების სფეროს განვითარებაა.

ამ მიღწევით, კომპანიამ გააძლიერა რეგიონის რეპუტაცია ტურისტებსა და ინვესტორებს შორის. გარდა ამისა, მომხმარებლებს მისცა უნიკალური შესაძლებლობა, გამხდარიყვნენ Radisson Blu-სა and Wyndham-ის სასტუმროების თანაინვესტორები.

NEXT-ის მრავალფეროვანი პორტფოლიო აერთიანებს, პრემიალურ რეზორტებს, აპარტოტელებს, ვილებსა და ბიზნეს აპარტამენტებს.

კომპანიის გამორჩეული პროექტია Next Collection. ეს არის ე.წ. “all-in-one” კონცეფციის პრემიალური კურორტი განსაკუთრებული ინფრასტრუქტურით, უნიკალური არქიტექტურითა და მომხიბვლელი დიზაინით.

კომპლექსი მდებარეობს მიმზიდველ და მოთხოვნად ლოკაციაზე, ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან, პირველ სანაპირო ზოლში. ათი ძვირადღირებული პროექტის განხორციელებით, რომელიც ჯამში სასტუმროს 3 900 ნომერს აერთიანებს, NEXT-მა ბათუმის უძრავი ქონებისა და მომსახურების სფეროს სტანდარტები გაზარდა.

ამ შთამბეჭდავ მიღწევებთან ერთად, NEXT-ის გუნდი დიდ ძალისხმევას ხარჯავს ინოვაციაში, ხარისხის მუდმივ განვითარებასა და მდგრადობაში. NEXT-ისათვის პრიორიტეტი არ არის მხოლოდ პროექტის პრაქტიკულობა და ეფექტურობა. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ესთეტიკა და პროექტის ვიზუალური მხარე.

ამასთან NEXT-ი ორიენტირებულია სამშენებლო ნარჩენების მართვაზე, რასაც ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების გამოყენებითა და სპეციალიზებული მასალების შერჩევით ახერხებს. მშენებლობისას, NEXT-ის გუნდი იყენებს ენერგოეფექტურ განათებასა და სენსორებს და აქტიურად მუშაობს წყლის დაზოგვაზეც.

სულ მალე, კომპანია NEXT საერთაშორისო ასპარეზზეც წარდგება. ეს იქნება პირველი ქართული დეველოპერული კომპანია, რომელიც პროექტს დუბაიში, პირველ სანაპირო ზოლში განახორციელებს. გარდა ამისა, NEXT ჩაერთვება ახალი ხელოვნური კუნძულის შექმნაში, მასტერ დეველოპერულ კომპანია Nakheel-თან ერთად.

NEXT მიზნად ისახავს, შექმნას ბუნებასთან ჰარმონიულად შერწყმული გარემო და გასცდეს სამშენებლო ინდუსტრიის საზღვრებს. კომპანიისთვის შეუფასებელია საქართველოში არსებული სილამაზე და ჰარმონიულობა. NEXT-ის გუნდი პასუხისმგებლობას იღებს მის დაცვასა და შენარჩუნებაზე. სწორედ ეს არის გარანტია იმისა, რომ თითოეული პროექტი განხორციელდება ყველა სტანდარტის დაცვით, რათა შეუფასებელი ბუნების აღქმა მომავალმა თაობამაც შეძლოს.

წყარო: LUXURYLIFESTYLEAWARDS.COM

ჩვენი ოფისები

საქართველო
ბათუმი, კოსტავას ქ. 20
ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. 18
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
უკრაინა
კიევი, პრედსლავინსკაიას 11-13
ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 19:00
ყაზახეთი
ალმატი, ტოლე ბის ქ. 55 “სითი ჰაბის” 1-ლი სართ.
ორშაბათი - შაბათი 10:00 - 19:00
აგს
დუბაი, Central One District C1 Building
ორშაბათი - პარასკევი 08:00 - 17:00
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს ჩვენი სერვისებისა და თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად
OK