„მოხარულები ვართ, რომ ვმუშაობთ Radisson Hotel Group-თან ასეთ მნიშვნელოვან პროექტზე ბათუმში, რომელიც უახლოეს მომავალში საზოგადოებას უამრავ სიახლეს პირდება. პროექტი მოიცავს: აპარტამენტებს, კაზინოებს, სპა ცენტრებს და რაც აღსანიშნავია, აქვს შესანიშნავი მდებარეობა - ზღვიდან 20 ნაბიჯში. ვფიქრობთ, რომ ამ სიახლის შემდეგ უფრო გაიზრდება ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა და Radisson Hotel Group-თან ერთად კიდევ ბევრ პროექტს განვახორციელებთ“,- განაცხადა Next Group-ის მფლობელმა, კახა დევაძემ.
Next Group-თან ერთად მომხმარებელს შეუძლია გახდეს ბრენდული აპარტამენტების მფლობელი 5-ვარსკვლავიან სასტუმროში და ამავდროულად მიიღოს სტაბილური შემოსავალი ისე, რომ მის უძრავ ქონებაზე კომპანიის გუნდი იზრუნებს. კომპანია ინდივიდუალურ ინვესტორებს საერთაშორისოდ აღიარებული პროფესიონალების მიერ მართულ კერძო ქონებას, პრესტიჟულ ზღვისპირა საცხოვრებელსა და შემოსავლის სტაბილურ წყაროს სთავაზობს, რაც მზარდი მოთხოვნით გამყარებული კაპიტალ-დაბანდებაა.
Next Group სრულად ქართული კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო ღირებულებებისა და სტანდარტების ერთგულია. იგი საერთაშორისო პარტნიორების გამოცდილებით გამყარებულ ურისკო საინვესტიციო შესაძლებლობებს ქმნის და ბოლო წლების ყველაზე აღმავალ ტრენდს - ბრენდულ რეზიდენციებს შავი ზღვის სანაპიროზე ავითარებს. Next Group-მა საერთაშორისო ინვესტორებისა და ევროპელი ტურისტების განსაკუთრებული ყურადღება, გონიოში, სანაპიროდან ოც ნაბიჯში Radisson-ისა და Wyndham--ის კომპლექსების გახსნით მიიპყრო.
ექვსი მიმდინარე პროექტი, 350 მილიონ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიცია, 1000-ზე მეტი თანამშრომელი, ხუთი გაყიდვების ოფისი თბილისსა და ბათუმში, წარმომადგენლობები უკრაინასა და ყაზახეთში - Next Group-ია. Radisson Hotel Group-ის პორტფოლიო მოიცავს შემდეგ ბრენდებს: Radisson Collection, Radisson Blu, Radisson, Radisson RED, Radisson Individuals, Park Plaza, Park Inn by Radisson, Country Inn & Suites by Radisson და Prizeotel.
Radisson Hotel Group-ი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, რომელიც აერთიანებს სასტუმროების 9 გამორჩეულ ბრენდს და მსოფლიოს 120 ქვეყანაში 1,700-ზე მეტი მოქმედი და მშენებარე სასტუმროთია წარმოდგენილი. ბრენდის მთავარი დაპირება და მოწოდება შემდეგია „ყველა მომენტი მნიშვნელოვანია, მე ამის გაკეთება შემიძლია“.