საინვესტიციო-დეველოპერულმა კომპანია Next-მა თავის ტოპ 50 ბროკერს ექსკლუზიური ვილა ტურითა და ვახშმით უმასპინძლა.
Შეხვედრა 2024 წლის 18 იანვარს, Next-ის ერთერთ წარმატებულ პროექტ - Villa Park-ში გაიმართა. Ეს ბიზნეს ვახშამი იყო საუკეთესო შესაძლებლობა უძრავი ქონების განვითარების სექტორში თანამშრომლობისა და სამომავლო შესაძლებლობების აღსანიშნავად.
საღამო ექსკლუზიური ვილა ტურით დაიწყო, სადაც ვიზიტორებმა დაათვალიერეს Villa Park-ის პრემიუმ ინფრასტრუქტურა. Villa Park -ში თითოეულ ვილას აქვს ინდივიდუალური ეზო, რომელიც მოიცავს დასასვენებელ ზონასა და პარკინგს. ზედმიწევნით დაგეგმილი 14 ვილიდან თითოეული გამოირჩევა საკუთარი ტერიტორიით, სრული დასასვენებელი და რეკრეაციული ზონებით, რაც უზრუნველყოფს კომფორტს და სიმშვიდეს მისი მაცხოვრებლებისთვის.
Ცოცხალი მუსიკა, გემრიელი ვახშამი და სხვადასხვა გასართობი აქტივობები, სტუმრებს Სთავაზობდა სასიამოვნო გარემოს ახალი კავშირების დასამყარებლად და უძრავი ქონების სექტორის ტრენდების განსახლილველად.
NEXT-ისთვის ბროკერებთან მჭიდრო ურთიერთობა პრიორიტეტია, რადგან სწორედ ისინი თამაშობენ გადამწყვეტ როლს ჩვენს წარმატებაში. ტოპ ბროკერებთან ექსკლუზიური ვახშამი წარმოადგენდა ერთგვარ პლატფორმას იდეების გაზიარებისთვის, ახალი თანამშრომლობისთვის და კოლექტიური მიღწევების აღნიშვნისათვის.
NEXT-ის სამომავლო გეგმები
NEXT-ი სამომავლოდ მრავალ ასეთ შეკრებას გეგმავს, რომელიც არა მხოლოდ აღნიშნავს ჩვენს წარმატებებს, არამედ გზას გაუხსნის მომავალ თანამშრომლობასა და მიღწევებს უძრავი ქონების სექტორში.
Არ გამოტოვოთ ჩვენი სიახლეები და ჩაერთეთ ჩვენს სამომავლო ღონისძიებებში ინდუსტრიის ლიდერებთან ერთად.
ერთად შევქმნათ მომავალი უძრავი ქონების განვითარების.